პროექტის სახელწოდება:-ოქროს კვეთის პროპორციის ნიმუშები თელავის რაიონის შენობებში და მცენარეებში.
პროექტის მთავარი იდეა - პროექტის საშუალებით მიიღწევა მოსწავლეებში ბუნებასა და არქიტექტურაში საკმაოდ ცნობილი პროპორციის, ე.წ. "ღვთაებრივი პროპორციის" უკეთესად გაგება და კოლექტიური კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება
პროექტის აქტუალობა - მეტი შეიტყონ საკუთარი ქალაქისა და გარემოს შესახებ.
-
პროექტის მიზნები -მოსწავლეებმა საკუთარი პრაქტიკული კვლევის შედეგად უკეთ აითვისონ თეორიული მასალა პროპორციისა და პროპორციული ფიგურების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი - 13წელი
ვადები/ხანგრძლივობა - ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებმა მოიკვლიონ და დაამუშაონ ადგილობრივ შენობა-ნაგებობებში "ოქროს კვეთის"პროპორციის ნიმუშების მასალები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - სმარტფონები (პლანშეტები)
კომპიუტერი,პროექტორი, ოფის პროგრამები.
პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად, მათ უნდა მოიძიონ ქ.თელავში და მის შემოგარენში არქიტექტული და ბუნებრივი ნიმუშები ოქროს კვეთის პროპორციისა.(1.შენობების ფასადებში დეტალები,რომელთა პროპორციები ოქროს კვეთის პროპორციას ემთხვევა ან მასთან მიახლოებულია,2.მცენარეების ტოტების განშტოებებსა და განფოთვლაში ოქროს კვეთის პროპორციის შესაბამისი პროპორციების პოვნა და დაფიქსირება).მასალის მოპოვების შემდეგ უნდა მოახდინონ მათი სლაიდებზე განთავსება და პრეზენტაციის მოწყობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -VII-4, VII-5
პროექტის ხელმძღვანელი - მათემატიკის მასწავლებელი ვალერიან მღებრიშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა- valerianmgebrishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -http://valmgebrishvili.blogspot.com/